
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვერა ლობჯანიძე მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
ვერა ლობჯანიძემ, 21 ივნისს, ონის კულტურის სახლში მოაწყო მოსწავლეთა, სხვადასხვა სახის ნამუშევრების გამოფენა, მეწარმეობის კლუბის ფარგლებში, რომელსაც კურირებდა მასწავლებლის სახლი და განათლების სამინისტრო.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
პედაგოგი მადლობას უხდის ყველას, ვისაც გამოფენის უმაღლეს დონეზე ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„დიდი მადლობას ვუხდი მხარში დგომისთვის, ონის კულტურის სახლის დირექტორს ბატონ მალხაზ ჯაფარიძეს, სამხატრო ხელმძღვანელს ქალბატონ თეონა ჯაფარიძეს და მათ კოლექტივს. ასევე, მადლობას მოვახსენებთ საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს წევრებს, სოფელ ღების დეპუტატს როსტომ ლობჯანიძეს გამოფენაზე მობრძანებისათვის, საკრებულოს წევრმა სერგო ლობჯანიძემ მოსწავლეები წაახალისა და გადასცა ფულადი ჯილდო.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხარში დგომისთვის ღების საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნუნუ ლობჯანიძეს, საქმისმწარმოებელს - ნათია ლობჯანიძეს, სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და ყველა მოწვეულ სტუმარს“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: