„ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ“ უწყვეტი ლიდერის წოდება დაიმსახურა
05-07-2023
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ სახელს არერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და წარმატება უკავშირდება.
ამჯერად, შერატონ მეტეხი პალასში შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა, მიმდინარე წლის საქართველოს ლიდერი კომპანიები გამოავლინა.
ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი საქართველოში მოქმედ კომპანიათა საქმიანობის საერთო ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს ყოველწლიურად აქვეყნებს.
კომპანიათა რეიტინგები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: თანამშრომელთა რაოდენობა, თანამშრომელთა საშუალო ხელფასი და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა.
განათლების სფეროში კი ყოველივე ზემოთქმულს მოსწავლეთა შედეგები როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ემატება.
უწყვეტი ლიდერის წოდება მხოლოდ „ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ“ დაიმსახურა.
„GAHS - უწყვეტი ლიდერი! ისევე, როგორც წინა წლებში წელსაც GAHS ლიდერია სკოლებს შორის, რის გამოც ის დაჯილდოვდა უწყვეტი ლიდერის ჯილდოთი. სულ დაჯილდოვდა 35 კომპანია, უწყვეტი ლიდერის წოდება კი მხოლოდ ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ დაიმსახურა. ღმერთი ფარავდეს ჩვენს სკოლას, მის მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა