„გილოცავ, მე-5 კლასში გადასვლას და გისურვებ უამრავ წარმატებას“ - ხიჭაურის საჯარო სკოლის ერთადერთ მეოთხეკლასელს დამირგებელმა გზა დაულოცა
05-07-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მოსწავლეებმა, წლის განმავლობაში, ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავდნენ.
წლის დასრულებასთან ერთად, მე-4 კლასის ერთადერთი მოსწავლე პირველ დამრიგებელს დაემშვიდობა. მან მასწავლებელს მადლობა გადაუხადა, ერთად გატარებული 4 წელი გაიხსენა და სკოლას სექტემბრამდე გამოემშვიდობა.
მოსწავლეს პედაგოგი უდიდეს წარმატებას უსურვებს.
„ჩემი ერთი ცალი მე-4 კლასელი. გილოცავ მე-5 კლასში გადასვლას და გისურვებ უამრავ წარმატებებს“,- წერს მასწავლებელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა