ლიის თემის N1 საჯარო სკოლა წელს მედალზე 7-მა მოსწავლემ დაამთავრა
05-07-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლა წელს 20-მა მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა, მათგან 7-მა კი წარჩინებთ. 6 კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია, ერთი კი ვერცხლის.

ლიის თემის N1 სკოლა წარჩინებით დაამთავრეს ნინო ვეკუამ, მაია ძიგუამ, ნანა ფიფიამ, სანდრო ბერიშვილმა, ნათია ქარდავამ, ნატა ძაგანიამ, საბა აკობიამ და ნინი გოგოხიამ.

სკოლაში წარჩინებული კურსდამთავრებულებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.  აბიტურიენტებს კი ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203