ყიზილაჯლოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს
05-07-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მოსწავლეებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ მოტივირებაზე კი პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავდნენ.
მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო, მათთვის შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული, მოსწავლეებმა ფერადი კვამლიც გაუშვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა