„მჯერა თქვენი წარმატების“ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
05-07-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მხარდაჭერას არასდროს წყვეტენ. 

ამჟამად, სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ასევე მათი პედაგოგებისთვის, რომელთაც მათ ცოდნასა და განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს. 

სკოლის დირექტორი ლია ბოლქვაძე კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს, 

„ჩემო ძვირფასებო, მე მჯერა თქვენი წარმატების. უფალს ვთხოვ და ასეც იქნება, რომ ჩვენ ყველანი, განახლების საჯარო სკოლის გულშემატკივრები, თქვენთან ერთად ვიზეიმებთ თქვენს სტუდენტობას. დამილოცნიხართ. აბა თქვენ იცით“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებისთვის პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203