ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება წერილის წერის კონკურსში 
05-07-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო კონკურსებში. 

მათ შორის, მე-7 კლასის მოსწავლეები - სესილი ვასაძე, ანდრია ტარიელაძე და ნიკოლზ ბოლქვაძე, მასწავლებლის - მაყვალა ანანიძის რეკომენდაციით, წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს შეუერთდნენ. 

კონკურსის პირობა შემდეგი იყო - „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერ გმირი და შენი მისია არის, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, გახადო უსაფრთხო ყველა გზა ბავშვებისათვის. მისწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერ ძალები დაგჭირდება შენი მისიის შესასრულებლად“. 

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს, ენერგია და ძალა დასჭირდა“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა საკონკურსო თემას წარმატებით გაართვეს თავი, კონკურსში გაიმარჯვეს და დამსახურებული ჯილდოც მოიპოვეს.

სკოლის დირექტორი ნატო ჯაში-შაინიძე მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203