ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
17 ივნისს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის - „სამეგრელო რაინდების გაფრენილი ფაფარით, ცოტნეების, დავითების ოცნებითა და ზღაპარით“ ფარგლებში, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
„მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობელთა ნაწილმა მოილოცა და მოინახულა ჭყონდიდის, ხობის, ზუგდიდის ეკლესია-მონასტრები, დადიანების სასახლე, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, თვალსაწიერი გაიფართოეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქიტოვბები და შემეცნებითი ექსკურსიები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: