ხარაგაულის N3 სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
04-07-2023
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, პროექტი - „კონფლიქტების მართვა“ მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ხელოვნების მასწავლებლის, დალი ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მათმა ნამუშევრებმა დამთავლიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
პრეზენტაციაზე დირექციის წევრები, მასწავლებლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ მიწვეულნი. მოზარდებმა კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
„მოსწავლეების აზრით, უმნიშვნელოვანესია, მოვუსმინოთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს და შევძლოთ კონფლიქტის გადასაჭრელად სწორი და ეფექტური სტრატეგიების შემუშავება. აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მადლობა დალი მასწავლებელს, პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისათვის. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა თემის ირგვლივ არსებული პრობლემები თვალნათლივ და მრავალფეროვნად დაგვიხატეს და საინტერესო წარმოგვიდგინეს პრეზენტაციის სახით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა