ხარაგაულის N3 სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ლაბორატორია დაათვალიერეს და ცდები ჩაატარეს
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საწავლო წელი საინტერესოდ წარიმართა. ისინი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასა და აქტივობაში ჩაერთნენ.
მათ შორის, X და XI კლასის მოსწავლეები, პროექტის, სასერტიფიკატო კურსი - „სამუშაო გარემოს პირობების კონტროლი“ ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
მათ ლაბორატორია დაათვალიერეს, ცდები საკუთარი ხელით ჩაატარეს, კოსმეტიკური საპონი და წამლის აბები დაამზადეს. ისინი აქტივობებში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთულნი და დამსახურებული სერტიფიკატებით დაუბრუნდნენ სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.