ფონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებენ
04-07-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მხარდაჭერას არასდროს წყვეტენ. 

ამჟამად, სკოლის კურსდამთავრებულები - ესთერი გოგატიშვილი, ანა ხოზრევანიძე და თამილა ხოზრევანიძე ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლა ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს - ესთერი გოგატიშვილს, ანა ხოზრევანიძესა და თამილა ხოზრევანიძეს უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაყოფიერ შედეგებს! წარმატებებს გისურვებთ ჩვენო ჭკვიანო ბავშვებო!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებისთვის პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203