ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ დაარსების 20 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა 
04-07-2023
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

23 ივნისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ესეების კონკურსის - „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ დაჯილდოების ცერემონიალთან ერთად, სკოლა „პროგრესის“ 20 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებაზე, ასევე „კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნება გამოცხადდა, რომელსაც „პროგრესის“ კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი.

როგორც სკოლაში ამბობენ, „კურსდამთავრებულთა ასოციაციის” მიზანია „პროგრესის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს, მასწავლებსა და ადმინისტრაციას შორის მჭიდრო და სათანადო კავშირების ჩამოყალიბება, სხვადასხვა აქტივობებში ერთობლივად ჩართვა და კურსდამთავრებულთა პროფესიული/კარიერული ზრდა.

რაც შეეხება კონკურსს - „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“, გამარჯვებული პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები სკოლა „პროგრესისგან“ ამერიკულ პროგრამაზე - American High School (AP) სრულ და 50%-იან დაფინანსებას მიიღებენ.

პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი აგვისტოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს კონფერენციას დაესწრება.

კონკურსი ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც 23 თებერვალს დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203