ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი ინგლისურენოვანი პრეზენტაცია 
04-07-2023

გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შემეცნებითი და საინტერესო აქტოვბებით იყო გაჯერებული.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებსა და დღესასწაულებს განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ, მათ შორის აღსანიშნავია ევროპის დღე.

სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით საგნობრივი პრეზენტაცია მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ინგლისურ ენაზე, საინტერესო მასალა მოამზადეს და თანამშრომლობის განვითარების ეტაპებიც მიმოიხილეს.

შეხვედრა ინტერაქციული და საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი დამოკიდებულებები გაუზიარეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებულად იმსჯელეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203