აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლის - ნინი ცინცაძის წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
04-07-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც სკოლის შიდა, ისე გარე ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევდნენ. 

მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე ნინი ცინცაძე, რომელმაც შესაძლებლობები ლიტერატურულ კონკურსში წარმოაჩინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის -  „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში, სამინისტრომ ლიტერატურული მარათონი ჩაატარა, რომელშიც აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII-IX კლასის და X-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსის პირველი ტური 22-23 აპრილს ელექტრონულად გაიმართა. 27 მაისს კი ჩატარდა ლიტერატურული მარათონის მეორე ტური ინდივიდუალურად, პირისპირ შეჯიბრების ფორმით, სადაც ცხრა სიგელოსან ​მოსწავლეს შორის ნინი ცინცაძე დასახელდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203