
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყაროს, არხილოსკალოსა და ზემო ქედის N2 საჯარო სკოლების მასწავლებელი ეკატერინე ჩიტაური პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია.
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი 29- 30 ივნისს გამართულ კომპიუტერული ტექნოლოგიების კონფერენციას შეუერთდა. კონფერენცია 2022-2023 სასწავლო წელს სკოლებში განხორციელებულ პროექტებსა და ინტეგრირებულ კომპლექსურ დავალებებს ეხებოდა. ეკატერინე ჩიტაურმა კონფერენციაზე წარადგინა განხორციელებული კომპლექსური დავალება/პროექტი - „ჩემი თამაში“ პროგრამა code.org-ში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
სკოლებში მასწავლებლის წარმატება ახარებთ და კიდევ მრავალი პროექტის განხორცილებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: