
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი აკადემიური წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე დადებითად აისახა.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-8 კლასში პედაგოგ ირა გოგოლაძის ჩატარებული ღია გაკვეთილი მათემატიკაში, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
გაკვეთილის მიზანი იყო ფართობის თვისებების შესწავლა და მისი გამოყენება. საკითხი: ტრაპეციის ფართობი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ და შედეგზე ორიენტირებულად წარიმართა, მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რომელიც მიზნის შესაბამისად იყო დაგეგმილი .
გაკვეთილზე გამოჩნდა მოსწავლეთა ცოდნა და მაღალი ჩართულობა.
სკოლაში პედაგოგსა და მის მოსწავლეებს შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ირინა მასწავლებელს გონიერ და აქტიურ მერვეკლასელებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: