სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოთხი ნაყოფიერი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
04-07-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, მე-4 კლასის მოსწავლეებმა კი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.
ისინი პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ. მოსწავლეები ღონისძიებისთვის შესაბამისად გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„დაფრთიანებულები, წარმატებების, თქვენი გამარჯვებების მოლოდინით აღსავსე გელოდებით მეხუთე კლასში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა