
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მორიგ წარმატებას აღნიშნავენ.
VIII-IX კლასის მოსწავლეები შემეცნებით პროექტში - „6 გასაღები“ ჩაერთნენ, რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია - „ინოვატორის“ და გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლობით ხორციელდება.
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს საგარეჯოში გამართულ პირველ ტურში და მომდევნო ტურში გადავიდნენ, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და შემდეგ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: