
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. ამაში კი ლომის წილი სკოლის დირექტორს - არჩილ ხუტუაშვილს მიუძღვის.
სკოლის დირექტორი, 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობისთვის, ასევე, წარმატებულ მოსწავლეთა აღზრდისა და ინტელექტუალურ შეჯიბრებაში - „ტვინების ბრძოლა“ მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.
დირექტორს მადლობის სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ იყვნენ ჩართულნი და წარმატებითაც იასპარეზეს.
იხილეთ ფოტო: