ეწერის საჯარო სკოლის წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
04-07-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული. სკოლაში, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო წლის მანძილზე არაერთი პროექტი განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო პროგრამის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. 

ფოთში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამას მადლობას უხდიან პროექტების საჭირო რესურსებით უზრუნველყოფისა და მუდმივი თანადგომისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203