
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მეოთხეკლასელებმა ლექსებით, სიმღერებით, ცეკვით წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები. მათმა გამოსვლამ მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ბავშვებმა ასევე პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მიღწევებზე ისაუბრეს.
სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა ბავშვებს მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ეკა მიქაია, ქართულის მასწავლებელი ლალი ბარქაია და მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: