
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლამ აკადემიური წელი წარმატებით დაასრულა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახა.
ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „შენ ხარ მოძღვარ ქართლისაი, სვეტი ნათლისაი“ (წმინდა ნინოს გზა კაბადოკიიდან ბოდბემდე), რომელის ბოლო ეტაპიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
პროექტი 28 ივნისს მოსწავლეთა კაბადოკიაში მოგზაურობითა და ქრისტიანული კულტურის ძეგლების მონახულებით დაგვირგვინდა.
მოსწავლეებმა უკეთ გაითავისეს პროექტის მანძილზე შესწავლილი მასალა და საქართველოში ახალი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: