„ვაქცინა გვიცავს!“ - ჟებოტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებთან საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
04-07-2023

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

სკოლას ესტუმრნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები (ხელმძღვანელი: ე. ჯიმშიტაშვილი), რომლებიც მშობლებს შეხვდნენ.

შეხვედრის თემა იყო - ვაქცინაცია. როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მოსწავლეთა მშობლებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, მშობლებმა კი მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

შეხვედრის სლოგანი იყო - „ვაქცინა გვიცავს! ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ავიცრათ ერთმანეთისთვის“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203