ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის სამი მასწავლებელი საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
03-07-2023
ხარაგაული N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ პროექტში არიან ჩართულნი.
მათ შორის სკოლის მასწავლებლები - ქეთევან ჩაჩანიძე, ნინო ლოლაძე და თამარ სხილაძე საბაზისო განათლების პროექტში - „მკითხველთა კლუბი“ მონაწილეობდნენ.
სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ხარაგაული N3 საჯარო სკოლის მასწავლებლებს - ქეთევან ჩაჩანიძეს, ნინო ლოლაძესა და თამარ სხილაძეს საბაზისო განათლების პროექტში - „მკითხველთა კლუბის“ კურატორობისთვის მიღებულ სერტიფიკატებს და წარმატებებს ვუსურვებთ,მოსწავლეებთან ერთად, მომავალ საქმიანობაში. მადლობა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.