ზერტის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ კვარხეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
03-07-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ კვარხეთის დაწყებითი სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
კვარხეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი სასწავლო წელი ღონისძიებით - „მომავალი ჩვენია“ შეაჯამეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების - მანანა მარანელის, მაკა სუხიტაშვილის და ანი იჩქითის დახმარებით, სახალისო და საინტერესო ნომრები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოება მხატვრულად წაკითხული ლექსებითა და ლამაზად შესრულებული სიმღერებით მოხიბლეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა მე-4 კლასის მოსწავლეებს ვარსკვლავი გაუხსნეს და წარმატებები უსურვეს.