
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრა ჩაატარეს.
სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლები - გიორგი ტყებუჩავა და მარიამ მოსეშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს N1, N2, N3, N4, სასულიერო გიმნაზიისა და კერძო სკოლა „ოცნების“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და ადამიანის უფლებებით დაინტერესებული პედაგოგები.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო თანასწორობასა და დისკრიმინაციის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები.
ახალგაზრდა იურისტებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფუნქციების შესახებ. ამასთან, განიხილეს, თუ რა როლის შესრულება შეუძლია საზოგადოების თითოეულ ჯგუფს თანასწორობის მიღწევის პროცესში. შეხვედრა ინტერაქციის ფორმატში წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: