
29 ივნისის, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის - Izrune.ge - ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ერთგული იზრუნელები დააჯილდოვა, მათ შორის იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნუნუ და ლუკა გოგნაძეები. გოჩა ტყეშელაშვილმა ბეჯითი მოსწავლეები პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.
ძიმითის სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ძიმითის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნუნუ და ლუკა გოგნაძეს izrune.ge-ს ტესტებსა და ოლიმპიადებში აქტიური მონაწილებისთვის, ულოცავს შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლას და საზეიმოდ დაჯილდოებას“, -აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: