
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ამჯერად მოსწავლეებმა სკოლა „ზღაპრის კვირეულის“ ფინალურ ღონისძიებაზე ასახელეს. კვირეულის ფინალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა, სადაც I ადგილი ცხემლისხიდის საჯარო სკოლამ ზღაპრით - „ბაჭია მარწყვიჭამია!“ დაიკავა.
სკოლის მოსწავლემ ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში - საუკეთესო მსახიობი გოგონა. სკოლა საუკეთესოდ დასახელდა აგრეთვე ნომინაციაში - საუკეთესო სცენოგრაფია.
ზღაპრის კვირეულში მონაწილე ყველა სკოლა სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: