„პოეზიის დღე“  - თბილისის N31 სკოლის მასწავლებლის - ნათია აბულაძის ორგანიზებით, მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა 
03-07-2023
თბილისის N31 საჯარო სკოლას პროფესიონალი პედაგოგები ჰყავს, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას, არა მხოლოდ სკოლაში არამედ სკოლის გარეთაც აქტიურად ეწევიან. 

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელია - ნათია აბულაძე, რომელიც, ასევე, საბავშვო მწერალი გახლავთ. მისი ორგანიზებით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული ღონისძიება - „პოეზიის დღე“ გაიმართა. 

თბილისის N31 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაეთნენ პროექტში, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, პედაგოგი და საბავშვო მწერალი ახორციელებს.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ნათია აბულაძე მადლობას უხდის ყველას, ვისაც ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„მე თქვენ სამყაროს მაყვარებთ! მადლობა, რომ არსებობთ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, პოეზიის დღის სადღესასწაულო ტრადიციად ქცევა თქვენი დამსახურებაა, რომელიც მამებს, მამებსა და დედებს ეძღვნებათ, მათი ღვაწლისა და როლის წინა პლანზე წამოწევას.

მამები ხომ ჩვენი ცხოვრების გმირები არიან, რა თქმა უნდა დედებთან ერთად!

ამ ყველაფრის განხორციელება კი თქვენი - მკითხველ-მაყურებლების, კულტურის სფეროს ქომაგების, პოეტების, მომღერლებისა და ჟურნალისტების დამსხურებაა, რომლებიც ერთგულად მომყვებით ამ ლამაზ და შემოქმედებით ზღაპარში, სადაც მხოლოდ დადებით პერსონაჟებს ხვდებით...

აქვე განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ჟურნალიტ ბესო ჩუბინიძეს, რომელიც დიდსულოვნად დგას ჩვენს გვერდში, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს, თქვენი უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ანასტასია ფელინი, ია იაღანაშვილი ოქროს გოგო ხარ, მადლობა ყველაფრისთვის!“,- წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი. 

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ღონისძიების შესახებ სიჟეტი მოამზადა, რომელსაც პედაგოგი გვიზიარებს 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203