დაბა ხარაგაულის N3 სკოლაში ნიკო გომელაურის ცხოვრებასა და შემოქმედებას პოეზიის საღამო მიეძღვნა
03-07-2023
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში აკადემიური წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და მიღწევებზე დადებითად აისახა.
მათ შორის აღსანიშნავია, ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარინე ხვედელიძის ორგანიზებითა და მე-11 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
„სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
- ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!“ - პოეტის ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას.
ახალგაზრდებმა, პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, ისაუბრეს გომელაურის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამო გაალამაზა შესაბამისმა მუსიკამ და სლაიდებმა.
სკოლის წარმომადგენელი ნათია ბაბლიძე ღონისძიებით მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს „პოეზიით გამთბარი საღამოსათვის“ მადლობას უხდის.
„მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას,
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას...
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას...
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას...“
ჩემო ძვირფასო მეთერთმეტეკლასელებო, მინდა გითხრათ, რომ, არცერთი პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ა.შ. ამ ქვეყნიდან არ წავა, სანამ თქვენისთანა ნიჭიერი, გულისხმიერი და პასუხიმგებლობის გრძნობით გამსჭვალული ახალგაზრდები გვეყოლება.
მადლობა თქვენ ამისათვის! მადლობა მარინა მასწავლებელს დღევანდელი ემოციური, ულამაზესი, პოეზიით გამთბარი საღამოსათვის!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი ნათია ბაბლიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა