
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით იყო დატვირთული.
მათ შორის აღსანიშნავია, 1-ელიბ კლასის ულამაზესი „საანბანო ღონისძიება“, რომელსაც კლასის დამრიგებელი თ. გომელაური ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებისთვის მოსწავლეები საგანგებოდ გამოეწყვნენ და ფერადი ბუშტებით გაფორმებულ სცენაზე მრავალფეროვანი სანასხაობა დადგეს.
ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ღონისძიების ბოლოს საქართველოს ჰიმნიც გააჟღრეს და დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს.
პატარები ერთმნანეთსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტო: