საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები - თამარ დუშმანაშვილი და ნინო ბერიაშვილი რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
03-07-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში არიან ჩართულნი.
14 ივნისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაიონული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საბუეს საჯარო სკოლის ორი მასწავლებელი - თამარ დუშმანაშვილი და ნინო ბერიაშვილი მონაწილეობდნენ. მათ კონფერენციაზე წარადგინეს პროექტები თემაზე - „ჩვენ გვახსოვს დედაენის დღე“ და „რა ზიანი მოაქვს გარემოს დაბინძურებას ჩვენთვის და ცხოველებისთვის“.
მონაწილეებს კონფერენციის დასასრულს გადაეცათ მადლობის ფურცელი.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა