პტენის საჯარო სკოლის პედაგოგებს სტატუსი აუმაღლდათ
03-07-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლას წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავთ.

აღსანიშნავი, რომ პედაგოგებს, რომლებიც განსაკუთრებული წესით იყვნენ წარდგენილები, გაწეული შრომისა და პროფესიული წარმატებისთვის სტატუსი აუმღლდათ და ეს ცვლილება „ესქულის“ ბაზაში აესახათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პტენის საჯარო სკოლის პედაგოგებს სტატუსი მიენიჭათ.

სკოლაში მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

პედაგოგები მადლობას უხდიან განათლების მინისტრსა და სამინისტროს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203