„გვჯერა, აუცილებლად გაიჟღერებს თითოეული თქვენგანის სახელი სიამაყით!“- მაღლაკის N2 სკოლაში 2023 წლის კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს
30-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს. 

კურსდამთავრებულებისთვის 19 ივნისს „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. 

„19 მაისი - დღე-ბედნიერების, სიხარულის, სინანულისა და მადლიერების. ბავშვური გულწრფელობით გულაჩუყებული ჩვენი საყვარელი მე-12 კლასელები და არანაკლებ გულაჩუყებული მაყურებელი. გვჯერა, აუცილებლად გაიჟღერებს თითოეული თქვენგანის სახელი სიამაყით! თქვენ ყველას გაგვითბეთ გულები! გვიყვარხართ და მოგვენატრებით! წარმატებული გზა!“,-ასე დაულოცეს გზა კურსდამთავრებულებს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203