„მომავალი ჩვენია“ - დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
30-06-2023

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.

სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება - „მომავალი  ჩვენია“ ჩატარდა.

როფორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან თბილი, სასიამოვნო,  ლამაზი სიტყებით, ლექსებითა და სიმღერებით დაემშვიდობნენ საქართველოს დროშის ფერებში გამოწყობილი მოსწავლეები  თავის საყვარელ მასწავლებელს - ნინო ლოლაძესა და განვლილ ოთხ წელიწადს. დიდი სიყვარულითა და მონატრებით გაიხსენეს ყოფილი მასწავლებელი ნანა ნებიერიძე.

ღონისძიებას მომავალი პირველკლასელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი ტკბილი ხმით, უფრო მეტად გაათბეს და გაალამაზეს საღამო.

დასასრულს ნინო მასწავლებელმა მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისა და შემოქმედებითი უნარებისათვის დიპლომები გადასცა,  ბავშვებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სკოლის დირექტორმა, ნაირა კვინიკაძემ ლამაზი ღონისძიებისთვის ნინო ლოლაძეს, მუსიკის მასწავლებელს -  მზია კუპრაძესა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203