ძევრის საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკების სერია ძევრელმა ბეისბოლისტებმა თბილისელ თანატოლებთან ერთად გახსნეს
30-06-2023

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

მიუხედავად აკადემიური წლის დამთავრებისა, სკოლა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას აქტიურად აგრძელებს. სკოლაში მოწყობილია ბანაკი „ძევრის სკოლა - 2023“, სადაც მოსწავლეებს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით საჭირო უნარები უვითარდებათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საზაფხულო ბანაკების სერია ძევრელმა ბეისბოლისტებმა თბილისელ თანატოლებთან ერთად გახსნეს.

„ძალიან დიდი მადლობა თემქის ბეისბოლის გუნდის მწვრთნელებს - ქეთი ნიკოლეიშვილსა და ნინო კახნიაშვილს არაჩვეულებრივი მასტერკლასებისათვის. მოდით ელენე ბითარიშვილისჭკვიანების“ ბანაკში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203