ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა დიდებული პერფორმანსი
30-06-2023

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.

მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება სკოლის ღია სივრცეში მოეწყო.

მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დამრიგებელთან - ირინე დოლაკიძესთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს. ბავშვებმა პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მოსწავლეებმა  წარმოაჩინეს საკუთარი ემოციები, რაც სკოლასთან, პირველ მასწავლებელთან აკავშირებთ და მიღწევებზე ისაუბრეს.

სკოლი დირექტორმა ლალი მაკარიძემ მოწაფეებს მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა. 

„რაიმე ამბავი ან მოვლენა ბედნიერებად აღიქმება მაშინ, როცა მის დასასრულს ლამაზი და უფრო მშვენიერი დასაწყისი ელოდება. ეს ბედნიერება იისფერი ფერით დაჰქროდა დღეს ჩვენი სკოლის ეზოში. მე-4 კლასელებმა თავიანთ პედაგოგთან - ირინე დოლაკიძესთან ერთად, დიდებული პერფორმანსი წარმოგვიდგინეს. თვალზე ბედნიერების ცრემლი მოგვგვარეს და გულში იმედი აგვიბრწყინეს. იმედი იმისა რომ ეს ახალგაზრდები ხვალინდელ დილას უფრო მშვენიერს გაათენებენ. ცოდნის მწვერვალებისკენ გზას დაგილოცავთ ჩემო ანცებო! მომავალო პირველკლასელებო ! დალოცვილი იყოს თქვენი სკოლაში მობრძანება! “- აღნიშნავს დირექტორი ლალი მაკარიძე. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203