საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
30-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.

მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მასწავლებლებთან ერთად ბევრი იხალისეს. ბავშვებმა პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მოსწავლეებმა  წარმოაჩინეს საკუთარი ემოციები, რაც სკოლასთან აკავშირებდათ, მიღწევებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ორგანიზება ლილი ირემაშვილმა და ნანა ზაალიშვილმა გაუწიეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოწაფეებს ​მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.

„ვულოცავთ მათ ამ ბედნიერი 4 წლის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდეგ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203