ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზღაპარი - „მგელი და კრავი“ სპექტაკლად აქციეს
30-06-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

აკადემიური წლის განმავლობაში მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი და ღონისძიება ჩატარდა.

მათ შორის ერთ-ერთი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებული ზღაპრის კვირეული.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლაში ზღაპრის „მგელი და კრავი“ მიხედვით სპექტაკლი წარმოადგინეს. ბავშვებმა ღონისძიებაზე ზღაპრის გმირების როლები შესანიშნავად გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203