დაბა ხარაგულის N3 სკოლის მოსწავლეებთან,  პროექტის - „კონფლიქტების მართვა“ ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
30-06-2023

დაბა ხარაგულის N3 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 2022-2023 სასწავლო წელს მეტად საინტერესო პროექტზე - „კონფლიქტების მართვა“ იმუშავეს. 

პროექტი მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავდა. მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეს. 

პროექტის ერთ-ერთ ეტაპზე გაიმართა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების თანამშრომლებთან. 

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების თანამშრომლები მოსწავლეებს მათი უფლებების შესახებ ესაუბრნენ და ბავშვების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან. 

„მადლობა, თეა ბერიძეს, სოფიო ხიჯაკაძეს და თამარ გოგიშვილს თანამშრომლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203