ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს
30-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯამეს. ღონისძიება სკოლის ღია სივრცეში მოეწყო. პატარებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ბუზავეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა