
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მეოთხეკლასელბი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგ თამარ გოგიაშვილისთვის.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მეოთხეკლასელთა მონაწილეობით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე, ბავშვებმა ნასწავლი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ასევე შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მეოთხეკლასელებმა ღონისძიებაზე პირველი პედაგოგის ღვაწლი აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
მასწავლებელმა მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ბედნიერი ბავშვობა, სიკეთით სავსე გულები და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური, ჩემო საყვარელო პატარებო“, - აღნიშნავს პედაგოგი - თამარ გოგიაშვილი.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: