
წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
27 და 28 ივნისს გაიმართა დებატების ეროვნული ტურნირის შესარჩევი რაუნდები, რომლებშიც მონაწილეობდა წალკის N1 საჯარო სკოლის დებატების კლუბის გუნდი.
კლუბის ხელმძღვანელი ხათუნა გვიჩიანი გახლავთ, გუნდის წევრები კი - ნინი გურგულიანი, მარიამ ვიბლიანი და ელენე ხერგიანი არიან. ტურნირი ჩატარდა „მწვანე სკოლაში“.
ტურნირის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
ეროვნულ ტურნირში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.
შესარჩევი რაუნდების შემდეგ გამოვლინდნენ შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდები, რომელთაც ტურნირის ფინალში იასპარეზეს.
ტურნირი ჩატარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიას მხადაჭერით, პროექტის - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში.
ეროვნული ტურნირის ფინალური ეტაპი და პროექტის - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.
ღონისძიებაზე ეროვნული ტურნირის მონაწილეები დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: