
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი სხვადასხვა საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით იყო დატვირთული.
მათ შორის აღსანიშნავია, გასართობი სპორტული შეჯიბრი დიდ დასვენებაზე, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა, დრო ძალიან ნაყოფიერად და სახალისოდ გაატარეს, ბევრი იმხიარულეს და ჯანსაღი ცხოვრების წესსაც პოპულარიზაცია გაუწიეს.
დღის ბოლოს კი, მასწავლებელთა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: