„გვახსოვს ჩვენი გმირები“ - ჩხიკვთას საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
30-06-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა მონაწილეობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია - „გვახსოვს ჩვენი გმირები...“, რომელიც VII-VIII კლასებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა 1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და გმირულად დაღუპული ადამიანები გაიხსენეს. 

„ბავშვებმა მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ ჩხიკვთაში არსებული გმირთა მემორიალი - მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ხელმძღვანელი ნ. ალავერდაშვილი იყო. მასში ასევე მონაწილეობდნენ ე. ხანდამიშვილი და ქ. რამაზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203