„სტრესი და მისი გავლენა ორგანიზმზე“ - დაბა ხარაგაულის N3 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგს უმასპინძლეს
30-06-2023

დაბა ხარაგაულის N3 სკოლაში პროექტებით სწავლება ნაყოფიერი აღმოჩნდა. სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში მიმდინარეობდა პროექტი - „კონფლიქტების მართვა“, რომელიც მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავდა. 

მათ შორის აღსანიშნავია, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობა თემაზე - „სტრესი და მისი გავლენა ორგანიზმზე“. 

სკოლაში მიიწვიეს იმერეთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და ფსიქოლოგი გოჩა გიორგაძე. 

შეხვედრის დასაწყისში სკოლის ექიმმა, ია ხარაზიშვილმა ისაუბრა სტრესის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებებსა და მის გავლენაზე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსწავლეებს ვრცლად და საინტერესოდ ესაუბრა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სტრესმა ადამიანის ორგანიზმზე, როგორ შეიძლება სტრესის მართვა და კონფლიქტური სიტუაციებიდან თავის არიდება.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებამ, განსაკუთრებით მოსწავლეებმა საინტერესო და საჭირო რეკომენდაციები მიიღეს სტუმრისგან.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შედგა შეთანხმება, რომ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებასთან.

სკოლაში გოჩა გიორგიძეს ​სტუმრობისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა, გოჩა გიორგიძეს პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრისათვის!“-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203