
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში 19 ივნისს, მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ბავშვებმა ერთმანეთს მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათ სხვადასხვა ემოცია - სიხარული და სევდა ერთდროულად აღუძრა.
მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე ასე პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით და მათ მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა კი ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: