წახანის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
30-06-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი კეღოშვილისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

ლიზის საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის სკოლაშო მრავალფეროვანი ღონისძიება მოუწყვეს. აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, რის გამოც ღონისძიება მეტად ემოციური აღმოჩნდა.

მოსწავლეს სკოლაში დიდი სიყვარულით მიულოცეს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება და მას წარმატებული მომავალი უსურვეს.

ლიზისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ის სკოლას ემოციებით დატვირთული და საუკეთესო მოგონებებით დაემშვიდობა.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203