
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის პედაგოგი ია ძიმცეიშვილი etaloni.ge-მ სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა, სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სპეციალური სიგელი მიანიჭა.
ია ძიმცეიშვილი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული და etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
სკოლაში პედაგოგის დაფასება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: