პატარა ირაგის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება
30-06-2023

ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

ღონისძიება ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნასწავლი გამოავლინეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და დასმწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ბავშვებმა ასევე პირველ მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს იმ შრომისთვის, რომელიც მათ განათლებაში ჩადო. მასწავლებელმა კი მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203